მეექვსე დღეა ვესწრებით ინტელის სასწავლო ტრენინგს.
ყოველი სასწავლო დღე გაწერილი აქვს ხელმძღვანელს და პროექტის ყველა ნიუანს ეტაპობრივად გვაცნობს, გვასწავლის.
პროექტის გეგმა - ძირითადი ხერხემალი ჩვენი საქმიანობისა - უკვე დასასრულს უახლოვდება. დღეს საბოლოოდ ჩამოვაყალიბეთ მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმები და გავწერეთ ჩვენი სამოქმედო გეგმა.
მუშაობა იმდენად შემოქმედებითია, რომ ვერ ვიგებთ როგორ გადის დრო.
No comments:
Post a Comment